ჩვენს შესახებ

სამშენებლო კომპანია დიჯი დეველოპერი წარმოადგენს სწრაფად მზარდ დეველოპერულ კომპანიას.
დიჯი დეველოპერ-ის ისტორია 2018 წლიდან იწყება და მოიცავს 4 დასრულებულ და 3 მიმდინარე პროექტს, მისი ძირითადი საქმიანობა მრავალბინიანი და კომერციული დანიშნულების ობიექტების მშენებლობაა.

პროექტები

უმაღლესი

ხარისხის მასალები

დიჯი დეველოპერში კომპრომისების ადგილი არ არის.თითოეულ პროექტს მიზნად უდევს მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მასალების და რესურსების გამოყენება. ეს დამოკიდებულება გვიწყობს ხელს რომ ჩვენმა მომხმარებლებმა მიიღონ სიმშვიდე საცხოვრებელი ფართის სწორად არჩევით, რომლებიც უძლებენ დროის ცვლილებებს.

უახლესი

ტექნოლოგიები

სწრაფად განვითარებად სამყაროში ტექნოლოგიების სწორად შერჩევა და თანამედროვე სტანდარტებს მორგება არის აუცილებელი ფაქტორი სწორი მშენებლობისათვის. დიჯი დეველოპერი გამოირჩევა წინ დახედულობით როდესაც საქმე ახალი ტექნოლოგიების შერჩევას მოიცავს. ჩვენ ვიყენებთ მათ რათა გარანტირებული გავხადოთ ჩვენი პროექტების ეფექტურობა,დაცულობა და გამძლეობა.

გამწვანებული

გარემო

ჩვენ გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკო მეგობრული გარემოს არსებობა დეველოპერულ პროექტებში. ჩვენთვის პრიორიტეტულია შევქმნათ კომფორტული გარემო არა მხოლოდ ჩვენი მომხმარებლებისათვის არამედ ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზეც.

2051093-svg-svg

დახვეწილი

და თანამედროვე დიზაინი

თითოეული დიჯი დეველოპერის პროექტი არის გამორჩეული თანამედროვე დიზაინით და უნიკალურობით. დიჯი დეველოპერის არქიტექტორები იყენებენ ინოვაციური დიზაინის კონცეფციებს, რათა შევქმნათ უნიკალური დეველოპერული პროექტი. ჩვენი მიზანია ავაშენოთ არა მხოლოდ ფუნქციონალურად არამედ ვიზუალურად დახვეწილი საცხოვრებელი კომპლექსები.

მაღალკვალიფიციური

სპეციალისტები

ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით და მუდმივ რეჟიმში ხდება დასაქმებულთა სწავლება-გადამზადება.

მომხმარებელზე

მორგებული გადახდის პირობები

ჩვენ გვესმის რომ ფინანსური მხარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია დეველოპერული კომპანიის შერჩევისას, აქედან გამომდინარე დიჯი დეველოპერ- ის გუნდი ცდილობს უფრო კომფორტული გახადოს, ჩვენი მომხმარებლებისთვის ბინის შეძენის პროცესი. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა კომფორტულ გადახდის პირობებს.

პარტნიორები

ჩვენი მაცხოვრებლები

მე და ჩემი ოჯახი ძალიან დიდხანს ვეძებდით სანდო დეველოპერულ კომპანიას ,რომელიც დააკმაყოფილებდა უსაფრთხოების ყველა ნორმას და სანდოობის გარანტს მოგვცემდა. ძალიან კმაყოფილები ვართ დიჯი დეველოპერ-ის არჩევით ,რადგან ახლა უსაფრთხო და მშვიდ გარემოში შეგვიძლია განვაგრძოთ ცხოვრება.

ალეკო

როდესაც მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით და ახალი საცხოვრებელი ადგილის ძიება დავიწყეთ სოციალურ ქსელში შეგვხვდა დიჯი დეველოპერი, სიმართლე გითხრათ ყველა კუთხით გვქონდა შიშები ახალი კორპუსების და მათი მდგრადობის, თუმცა გუნდის კვალიფიკაცია იყო ფაქტორი რამაც მოგვხიბლა ,მასალები რომლებიც პირადი გადამოწმების შედეგადაც დავაზუსტეთ რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მრეწველობაში,აშენების ხარისხი ,დროის ზუსტი გათვლა და ფასები. ეს დეველოპერული კომპანია იდეალურად ასრულებს თავის საქმეს და ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს ბაზარზე.

ნიკოლოზი

ჩემთვის დიჯი დეველოპერმა ბინის შეძენის პროცესი სასიამოვნო მოგონებად აქცია მათმა გუნდმა ყველაფერი წინასწარ შეგვითანხა, ხოლო მათმა კომფორტულმა გადახდის პირობებმა მოგვცა შესაძლებლობა შედეგად ის მიგვეღო რაც გვქონდა ჩაფიქრებული.მადლობა დიჯი დეველოპერის გუნდს.

ეკა